ვესტ ჰემის სათავაეში გრემ პოტერი შესაძლოა ფრენკ ლამპარდმა შეცვალოს.
Football Insider-ს ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ასეთ ვარიანტს განიხილავს.
ამჟამად ლამპარდი ჩემპიონშიფში მოთამაშე გუნდს ქოვენთრის წვრთნის, გასულ სეზონში მან გუნდი ცხრილის შუაში ჩაიბარა და ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულებინა.
ლამპარდი თავის ამჟამინდელი სამუშაო ადგილით კმაყოფილია, თუმცა პრემიერ ლიგის კლუბის შემოთავაზებამ შესაძლოა აზრი შეაცვლევინოს.
პრემიერ ლიგის ამ სეზონში ვესტ ჰემმა 4 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და მე-18 პოზიციას იკავებს, რამაც პოტერის მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.
ლამპარდის დებიუტი ვესტ ჰემში 1996 წელს შედგა და მან კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 187 მატჩი ჩაატარა.
მწვრთნელის რანგში ლამპარდს ჩელსიში და ევერტონში აქვს წარუმატებლად ნამუშევარი.