უეინ რუნის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედი ახლა იმაზე ცუდად თამაშობს, ვიდრე ერიკ ტენ ჰაგის დროს.
კვირას რუბენ ამორიმის გუნდი პრემიერ ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ სიტისთან 0:3 განადგურდა.
„თამაშის ბოლოსკენ დავინახე, როგორ ტოვებდნენ მანჩესტერის ფანები სტადიონს. ისმოდა, როგორ მღეროდნენ ამორიმის სახელს, თუმცა მგონია, რომ გულშემატკივრეის წასვლა - დიდი ნიშანია. ვფიქრობ, ისინი იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც დაინახეს. რთულია ივარაუდო, წინ რა გველის.
რა გეგმაა? რას ვხედავთ ისეთს, რასაც გუნდის განვითარება შეუძლია? რაც ტენ ჰაგი გაუშვეს და ამორიმი მოიყვანეს, ხშირად გვესმის, როგორ აპირებს გუნდი თამაშს და როგორ შეიცვლება სიტუაცია.
მე მგონია, რომ თუ მწვრთნელი საკუთარ თავთან გულწრფელია, მაშინ აღიარებს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა." - აღნიშნა იუნაიტედის ლეგენდამ.