რუბენ ამორიმს მანჩესტერ იუნაიტედში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგები აქვს.
გუშინ მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერულ დერბიში სიტისთან 0:3 განადგურდა.
ამორიმის ხელმძღვანელობით, იუნაიტედმა ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩების მხოლოდ 36.17% მოიგო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მანჩესტერის მწვრთნელებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, სერ ალექს ფერგიუსონი მან იუნაიტედის სათავეში მატჩების 59.67%-ს იგებდა.
მიმდინარე სეზონში წითელმა ეშმაკებმა 4 მატჩში 4 ქულა მოიპოვეს და მე-14 პოზიციას იკავებენ.