რუბენ ამორიმმა იმედი გამოთქვა, რომ ალტაი ბაინდირი მანჩესტერისთვის ედვინ ვან დერ სარი გახდება.
„კლუბში გვინდა სტაბილურობა ჩამოვაყალიბოთ, რათა ახალწვეულებმა მოუმატონ. წარსულს რომ გადავხედოთ, ამ კლუბს ყოველთვის კარგი ხერხემალი ჰქონდა - როი კინით, გარი ნევილით და მსგავსი ბიჭებით. თუმცა ისიც მახსოვს, რომ ხუან სებასტიან ვერონის დონის ვარსკვლავებიც აქ მოსვლისას პრობლემებს აწყდებოდნენ.
ასევე წარსულში იყო დრო, როცა კლუბმა დიდი დრო დახარჯა ახალი მეკარის ძიებაში, შემდეგ კი ედვინ ვან დერ სარი მოვიდა და ყველაფერი დაალაგა.
ახლა განსხვავებული სიტუაციაა, ტიტულებს ვერ ვიგებთ და ეს თითოეულ ფეხბურთელზე ზეწოლას ზრდის. თუმცა, მსგავსი მდგომარეობა წარსულშიც ყოფილა. შევეცდებით, სტაბილურობა დავნერგოთ, რომელიც ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება. ახლა მათთვის ადაპტაციის გავლა ძალიან რთულია.
ვინ გახდება მანჩესტერისთვის ახალი ვან დერ სარი? იმედია, ალტაი ბაინდირი ამ კვირაში ედვინივით მაგარი იქნება. მომავალში კი ამ პოზიციაზე კონკურენციას ვიხილავთ. შევეცდებით, მეკარეებს გაუმჯობესებაში დავეხმაროთ." - აღნიშნა პორტუგალიელმა.