ერლინგ ჰალანდს ეგონა, რომ პრემიერ ლიგაში უფრო გაუჭირდებოდა.
„ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე, გარკვეუწილად ვიცოდი, რომ წარმატებული ვიქნებოდი. შესაძლოა, ცოტა ქედმაღლურად ჟღერდეს - რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ გუნდში და ამ მწვრთნელთან ერთად თავის გამოჩენას აუცილებლად შევძლებდი.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. თუმცა, რა თქმა უნდა არ ველოდი, რომ პირველივე სეზონში ტრებლს მოვიგებდი.
დრო ძალიან სწრაფად მიფრინავს. რთულია გაჩერდე და ყველაფერი გადაიაზრო. ვფიქრობ, მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ შევძლებ იმის გააზრებას, რა გავაკეთე და რას მივაღწიე." - აღნიშნა ნორვეგიელმა.
სიტის მაისურით პრემიერ ლიგის პირველ 100 მატჩში ჰალანდმა 88 გოლის გატანა მოახერხა.