ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა, მან სიტის პრობლემებზე ისაუბრა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგის პირველ 3 ტურში 2 მატჩი წააგო.
„ვერ ვიტყოდი, რომ პეპი ფორმაში აღარ არის, მაგრამ მისმა გუნდმა გამარჯვებების რითმი აშკარად დაკარგა. წინა სეზონმა მათ დიდი ზიანი მიაყენა და ახლა მათი დამარცხება ბევრად ადვილია, ვიდრე ორი წლის წინ. ყველამ ვნახეთ, როგორ იმოქმედა ამ გუნდზე შარშან როდრის ტრავმამ და ჩანს, რომ მათი თავდაჯერებაც შეირყა.
წინა სეზონში მომხდარის შემდეგ, სიტის შიშის ფაქტორი გაქრა. მეტოქეებმა გაიაზრეს, რომ ეს გუნდი დაუმარცხებელი არ არის, რომ ისინი მოიგებენ, თუ სიტის კარგად შეუტევენ, რომ მათთვის გოლების გატანაც შესაძლებელია, თუ ამის გჯერა.
შესაძლოა, 18 თვის წინ გუნდებს სიტის ეშინოდათ, არ უნდოდათ მასთან შეხვედრა და მზად იყვნენ თამაშის დროს დაცვაში ჩასაჯდომად. ახლა კი გუნდებს სჯერათ, რომ მან სიტისთან თამაში და მისი დამარცხება შესაძლებელია." - აღნიშნა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა.