VIDEO: სუბიმენდის დუბლი, ეზეს პირველი საგოლე - არსენალმა პოსტეკოგლუს დებიუტი ჩაუშხამა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში არსენალმა ნოტინგემ ფორესტი გაანადგურა.
მატჩამდე ორი დღით ადრე ფორესტი არსენალის დაუძინებელი მტრის, ტოტენჰემის ექს-თავკაცმა, ენჯ პოსტეკოგლუმ ჩაიბარა და მისი დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში უნდა შემდგარიყო, რამაც მატჩს განსაკუთრებული ინტერესი და მოტივაცია შესძინა.
არტეტას გუნდმა სადავეები ხელთ პირველივე წუთიდან იგდო და კითხვის არანაირი ნიშანი არ დაუტოვებია. მე-18 წუთზე გუნდის კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა მხარი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად მოედანზე ნვანერი გამოჩნდა.
ანგარიში 32-ე წუთზე მარტინ სუბიმენდიმ ბრწყინვალე, ყუმბარისებული გასროლით გახსნა.
46-ე წუთზე ებერეჩი ეზემ პირველი საგოლე ქმედება მიითვალა არსენალის მაისურით, როცა ცარიელ კარზე ვიქტორ გიოკერეშს დაუგორა და გაატანინა.
საბოლოო ანგარიში კი იმავე სუბიმენდიმ, თავური დარტყმით დააფიქსირა.
არსენალმა ამ დამაჯერებელი გამარჯვებით წინა ტურში ლივერპულთან მარცხის გამო ხასიათი გამოიკეთა და 9 ქულა დააგროვა, ნოტინგემის ანგარიშზე კი 4 ქულა დარჩა.