პრემიერ ლიგის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დასახელდნენ.
ნომინანტების დასახელების შემდეგ, გამარჯვებული გულშემატკივრების და ექსპერტების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.
საუკეთესო მწვრთნელად ლივერპულის თავკაცი არნე სლოტი დასახელდა, რომელმაც აგვისტოში 3-დან 3 გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. გამოკითხვაში სლოტმა რეჯის ლე ბრის (სანდერლენდი), ენცო მარესკას (ჩელსი) და დევიდ მოიესს (ევერტონი) აჯობა.
საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ევერტონის ახალწვეულ ჯეკ გრილიშს ერგო, რომელმაც ლივერპულური კლუბის სასტარტო 3 მატჩში 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გამოკითხვაში გრილიშის გარდა მონაწილეობას რიკარდო კალაფიორი (არსენალი), უგო ეკიტიკე, დომინიკ სობოსლაი (ორივე ლივერპული), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ერლინგ ჰალანდი (მან სიტი), ჟოაო პედრო (ჩელსი) და ენტოინ სემენიო (ბორნმუთი) იღებდნენ.