ჩელსის ყოფილ ნახევარმცველს, ჯონ ობი მიკელს მიაჩნია, რომ წელს არსენალს პრემიერ ლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.
„კლუბმა და მფლობელებმა არტეტას სერიოზულად დაუჭირეს მხარი. მათ პრემიერ ლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ. მათ და ლივერპულს. თუმცა, არსენალი სიღრმის კუთხით უფრო წინ დგას, მათ თითო პოზიციაზე ორ-ორი ფეხბურთელი ჰყავთ.
არტეტამ იცის, რომ თავს ვეღარ გაიმართლებს და მიხარია, რომ მან ეს თავადაც თქვა. მან ან პრემიერ ლიგა ან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, მარტო ერთ-ერთი თასის მოგება საკმარისი არ იქნება.
დარწმუნებული ვარ, კლუბში სჯერათ, რომ ეს მათი სეზონია." - აღნიშნა ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ პოდკასტში.
ზედიზედ სამი წელია, არსენალი პრემიერ ლიგაში მეორე პოზიციას იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდმა გასულ სეზონში ნახევარფინალი ითამაშა, სადაც პსჟ-სთან დამარცხდა.