ომარ მარმუში მან სიტის მანჩესტერულ დერბიში ვერ დაეხმარება.
მან სიტის და ეგვიპტეს ნაკრების თავდამსხმელმა ბურკინა ფასოსთან მატჩის მე-9 წუთზე მიიღო და შესაცვლელი გახდა.
კლუბის ოფიციალური განცხადებით, ეგვიპტეში ჩატარებულმა პირველადმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ 14 სექტემბერს გასამართ მატჩს გამოტოვებს.
ფორვარდი ინგლისში დამატებით ტესტებს ჩაიტარებს, რის შემდეგაც გაირკვევა, რამდენად მძიმეა მისი დაზიანება.