ჯანლუიჯი დონარუმას პეპ გვარდიოლას ინტერესი ეამაყება.
იტალიელი გოლკიპერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ პსჟ-დან მან სიტიში 30/35 მილიონ ფუნტად გადავიდა.
„მე ვფიქრობ, რომ ისტორია საკუთარ თავზე თავად ლაპარაკობს. მეამაყება ის ფაქტი, რომ მას აქ ჩემი ხილვა უნდოდა. დაუჯერებელი ემოციებია. ვფიქრობ, მისი ხელმძღვანელობით თამაში არის საუკეთესო რამ, რაც ფეხბურთელს შეიძლება გადაგხდეს. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად საფეხბურთო მოედანზე გასვლის შესაძლებლობას.
დარწმუნებული ვარ, პეპი ძალიან დამეხმარება და ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ, როგორც ამ სეზონში, ისე მომდევნო წლებშიც.
ეს ჩემი კარიერის და ცხოვრების ახალი თავია. პრემიერ ლიგაში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, იმიტომ რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია. ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის პრემიერ ლიგაში გადმოსვლა - კარიერის ყველაზე დიდი მწვერვალია, ამიტომ აქ ყოფნა მაბედნიერებს.
მზად ვარ მოედანზე იმ გუნდის მაისურით გასვლისთვის, რომელსაც ასე ძალიან ვუნდოდი და იმედია, ამ ნდობას გავამართლებ." - აღნიშნა დონარუმამ.