რუბენ ამორიმი მანჩესტერის სათამაშო სქემის შეცვლას არ აპირებს.
„ფილოსოფიის შეცვლას არ ვაპირებ. თუ ხელმძღვანელობას მისი შეცვლა სურს, მაშინ მწვრთნელი უნდა შეცვალოს.
არ ვაპირებ ჩემს იდეებზე უარის თქმას. ვითამაშებ ჩემებურად იქამდე, სანამ თვითონ არ მომინდება ცვლილებების შეტანა.
ბიჭებო, თქვენი შეკითხვები გასაგებია და ისიც მესმის, რომ ჩემი შედეგები არ შეეფერება მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელს. თუმცა ბევრ მოვლენაზე, რომელიც ბოლო თვეებში მოხვდა, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ.
ყველაფერი მესმის. ნორმალურია, რომ ქომაგები რწმენას კარგავენ, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ უკეთესები ვერ ვხდებით. უკეთ ვთამაშობთ, თუმცა შედეგებში ეს არ ჩანს.
გასაგებია, რომ ყველაფერს შედეგები ამბობს, თუმცა მე იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, დანარჩენი კი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. დამიჯერეთ, ფანებზე მეტად მე ვიტანჯები." - აღნიშნა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.