ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, ჟოან ლაპორტა წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
ორშაბათს ლაპორტამ კატალონიური კლუბის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რათა არჩევნებში კენჭი ხელახლა იყაროს. შეგახსენებთ, რომ არჩევნები 15 მარტს არის ჩანიშნული.
„როგორც ბოლო დღეებში ვნახეთ, ლაპორტა წინასაარჩევნო კამპანიისთვის კლუბის სტრუქტურებს იყენებს. ეს გამჭვირვალობის ნაკლებობის კიდევ ერთი მაგალითია.
ჩვენ ვითხოვთ აბსოლუტურ მიუკერძოებლობას კლუბის ოფიციალური მედიასაშუალებებისგან — Barça One-ისგან, სოციალური ქსელებისა და ტელევიზიისგან.
აუცილებელია ინსტიტუციური ნეიტრალიტეტი, რათა აღიკვეთოს პროპაგანდა იმ რესურსების გამოყენებით, რომლებიც კლუბის ყველა წევრს ეკუთვნის. საჭიროა სრული გამჭვირვალობა მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, რათა გარანტირებული იყოს ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობები“, – განაცხადა ფონტმა.