ქართველმა მოკრივემ და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა, ლაშა გურულმა ინგლისის ქალაქ ბირმინგემში პროფესიონალურ კრივში მორიგი, მეხუთე ბრძოლა გამართა.
ლაშამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
30 წლის ქართველი სპორტსმენი ინგლისელ ჰიუი ვილსონს დაუპირისპირდა. რვარაუნდიანი დაპირისპირება სრულიად ლაშა გურულის კარნახით წარიმართა.
მან რანგის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს, სრული დომინაცია აჩვენა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულადაც დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა გურულისთვის პროფესიონალურ რინგზე ეს ზედიზედ მეხუთე მოგებაა. მისი პროფესიონალური დებიუტი 2025 წელს, ქალაქ რუსთავში შედგა, საიდანაც მოყოლებული, ის წარმატებით აგრძელებს გზას პროფესიონალურ კრივში.