-
Aa
+
ფონტის ზომა
ემპოლისთან მატჩის შემდეგ ლაუტარო მარტინესმა ოქროს ბურთზე მისი პოზიცია შეაფასა.
"გულწრფელი რომ ვიყო, ოქროს ბურთზე მე-7 პოზიციაზე მეტს მოველოდი. ხანდახან დაჯილდოებებზე უსამართლობები ხდება.
ბევრს ვიშრომებ, რომ ეს პოზიცია გავაუმჯობესო." - უთხრა არგენტინელმა DAZN-ს.
ლაუტარო მარტინესი ემპოლისთან გატანილი გოლით ინტერის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა 294 მატჩში 134 გოლი გაიტანა და ისტვან ნიერსის რეკორდი მოხსნა.
ლაუტარომ ინტერის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მის წინ სიაში მხოლოდ იტალიელები არიან: ჯუზეპე მეაცა, ალესანდრო ალტობელი, რობერტო ბონინსენია, სანდრო მაცოლა და ბენიტო ლორენცი.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მარტინესის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები