პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვინგრმა რაფაელ ლეაუმ ერთა ლიგაზე დანიასთან მოპოვებული გამარჯვების (4:2) შემდეგ ისაუბრა.
მატჩი კრიშტიანუ რონალდუს მიერ მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან უთანხმოების გამო ნაკრების ბანაკის დატოვების ფონზე ჩატარდა.
27 წლის ფეხბურთელმა მოედანზე მე-7 ნომრიანი მაისურით ითამაშა, რომლითაც მანამდე რონალდუ ასპარეზობდა.
„მისი წასვლის სიტუაცია ის საკითხია, რომელიც ჩვენ არ ეხება. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ის [კრიშტიანუ] სახლშია და ეს გამარჯვება უხარია.
ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვიცი, როგორი ადამიანიცაა. საბოლოო ჯამში, გუნდი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. კიდევ 3 ქულა მოვიპოვეთ და ჯგუფს ვლიდერობთ. ახლა დასვენება და კვირას ნორვეგიასთან მატჩისთვის მომზადებაა საჭირო.
კრიში ჩემი ბავშვობის კერპია, ხოლო მე-7 ნომერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩემი შვილების დაბადების თარიღს უკავშირდება. ვეცადე ამ ნომრით ღირსეულად გამომეყურებინა და მომენტით დავტკბიყავი. მთავარია - გავიმარჯვეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ, - განაცხადა გალათასარაის ფეხბურთელმა.
აღსანიშნავია, რომ ლეაუს ტყუპი ვაჟები - ლეონარდუ და ტიაგუ - 2024 წლის 7 ოქტომბერს დაიბადნენ.