უნგრეთის ნაკრებისა და ლივერპულის მარცხენა მცველმა, მილოშ კერკეზმა, საქართველოსთან მოახლოებულ მნიშვნელოვან მატჩამდე გამოცემა M4 Sport-თან ინტერვიუში მეტოქის ძლიერ მხარეებსა და გუნდში არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
უნგრელთა მცველმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგის დასაწყისი მათთვის მარტივი არ ყოფილა და უკეთეს შედეგებს ელოდნენ, გუნდი მაქსიმუმს გაიღებს იმისათვის, რომ გულშემატკივრებს დადებითი შედეგი აჩვენოს. კერკეზმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის დუეტზე გაამახვილა:
საქართველოს ნაკრებს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს - კვარაცხელია და მიქაუტაძე. მაგრამ გუნდურადაც კარგად ორგანიზებულები არიან. ისინი თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლებენ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაცვის სწორ თამაშს ამ დუეტის გასანეიტრალებლად, რადგან ისინი ერთმანეთს კარგად ავსებენ. მატჩის წინ ლივერპულში ჩემს თანაგუნდელ გიორგი მამარდაშვილსაც ვესაუბრე. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. თუმცა გვსურს, გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის მატჩს უნგრეთსა და საქართველოს შორის საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო პირდაპირ ეთერში, პარასკევს, 22:45 საათიდან შემოგთავაზებთ.