საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.
გიორგი ადამიას გუნდი ქალაქ კოლრეინში, შოუგრაუნდს სტედიუმზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა და სტუმრებმა პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც დინამოს თავდამსხმელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა, უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარი აიღო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა 72-ე წუთზე შეძლებენ - ასტონ ვილას თავდამსხმელმა, კოულ ბრანიგანმა, ანგარიში გაათანაბრა.
შესარჩევი ციკლის 9 ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. ჩრდილოეთ ირლანდიის ანგარიშზე 14 ქულაა. ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს, გასვლაზე ჯგუფის ლიდერ გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.