რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიო რეკორდსმენთა ხუთეულში შევიდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბარსელონას ფორვარდმა ალბანეთს გაუტანა და თავის გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა.
ამ გოლით რობერტმა ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 89-მდე გაზარდა, ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზე გადავიდა და ბელგიელ რომელუ ლუკაკუსა და მალაიზიელ მოხტარ დაჰარის გაუთანაბრდა.
სანაკრებო გოლების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუა (143 გოლი პორტუგალიის ნაკრებში), ხოლო მეორე ადგილს ლიონელ მესი იკავებს, რომელსაც არგენტინის მაისურით 115 გოლი აქვს გატანილი.
ტოპ 5 ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) — 143 გოლი (226 მატჩი)
2. ლეო მესი (არგენტინა) — 115 გოლი (196 მატჩი)
3. ალი დაეი (ირანი) — 108 გოლი (148 მატჩი)
4-5-6. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) — 89 გოლი (164 მატჩი)
4-5-6. მოჰტარ დაჰარი (მალაიზია) — 89 გოლი (142 მატჩი)
4-5-6. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) — 89 გოლი (124 მატჩი).