• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
ბატისტუტა: „მარადონა მარტო მოკვდა, როგორც ძაღლი.“
ფეხბურთიფეხბურთი

ბატისტუტა: „მარადონა მარტო მოკვდა, როგორც ძაღლი.“

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გაბრიელ ბატისტუტა რიო ფერდინანდს გულახდილად ესაუბრა.


ეს იყო ინტერვიუ, რომელსაც არ უნდა გამოაკლდეთ – ფეხბურთი, მოგონებები და ჭრილობა, რომელიც დღემდე არ შუშდება. როდესაც საუბარი დიეგო მარადონას შეეხო, ბატიგოლის ტონი შეიცვალა და მან პირდაპირ თქვა:


ის (მარადონა) მარტო მოკვდა. მის გვერდით არავინ იყო. მოკვდა, როგორც ძაღლი.


ლეგენდარული თავდამსხმელი არაფერს მალავს. ის საკუთარ თავსაც შეეხო: „საკუთარ თავსაც ვწყევლიდი, რადგან შემეძლო ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ვინც მას მხარს დაუჭერდა. როცა ვინმეს უჭირს, შეგიძლია დაეხმარო, თუ ეს მართლა გსურს“. ბატისტუტას სიტყვები მძიმეა და საერთო დანაშაულის გრძნობას ასახავს. „ეს არავის ბრალი არ ყოფილა,“ – დასძინა მან, თუმცა იქვე მიუთითა გარემოცვაზე, რომელიც დიეგოს ყველაფრის ნებას რთავდა: „როცა ახალგაზრდა იყო, არავინ ეუბნებოდა 'არას'. ყველაფერი კარგად იყო და ეს დიდი შეცდომა აღმოჩნდა“.



YouTube-ის სერიაში, Rio Ferdinand Presents, საუბარი თავიდან სხვა მიმართულებით წავიდა, არგენტინული მარადიული დებატი: ლიონელ მესი თუ მარადონა? ბატისტუტას პასუხი კონკრეტული იყო:


მარადონა და მესი განსხვავებულები არიან. მესიმ 1000 გოლი გაიტანა, მარადონამ – 200. მესი მშვიდი ბიჭია, დიეგო კი ასეთი არ იყო. მარადონა მწვერვალია, რადგან მას შეეძლო ემართა მსაჯები, მეტოქეები, წარმოუდგენელი რაღაცები გაეკეთებინა. მესისაც შეუძლია ეს, მაგრამ ვფიქრობ, მას არ აქვს ისეთივე ქარიზმა.


ბატიგოლმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გაიხსენა, სადაც საბერძნეთთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, სწორედ იმ დღეს გაიტანა დიეგომ თავისი ბოლო გოლი ეროვნულ გუნდში.

საუბარი შეეხო ინგლისთან დაპირისპირებასაც, რაც ფოლკლენდის ომის გამო ყოველთვის განსაკუთრებულ სიმბოლიზმს ატარებდა. ფერდინანდმა 1998 წლის მუნდიალის მატჩი გაიხსენა, რომელიც 2-2 დასრულდა. ბატისტუტამ დაადასტურა, რომ მაშინ პენალტი მე-7 წუთზე გაიტანა. ეს დღე მისთვის ორმაგად ემოციური იყო. სწორედ მაშინ დაიბადა მისი ვაჟი, ხოაკინი. მიუხედავად ამისა, მან ბანაკი არ დატოვა, ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ვეტერანმა ფორვარდმა კარიერის შემდგომ ტკივილებზეც ისაუბრა. ტკივილი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ 2019 წელს კოჭზე ოპერაცია დასჭირდა.


უბრალოდ ფეხი მომჭერით-მეთქი, ვუთხარი ექიმს. აღარ მინდოდა ტკივილი მეგრძნო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ორი ფეხი მექნებოდა თუ ორი პროტეზი. ფეხბურთმა ბევრი მომცა, მაგრამ ბევრიც წამართვა.


დღევანდელ ვარსკვლავებზე საუბრისას მან კილიან მბაპე, ლაუტარო მარტინესი და ერლინგ ჰალანდი გამოყო. ნორვეგიელზე თქვა, რომ მას გოლის ისეთი ალღო აქვს, რასაც ვერ ასწავლი. ბოლოს კი დასძინა, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისს დიდი პოტენციალი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია მათ მხარეს ხშირად არ არის.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
ჰალანდი
მარადონა
მესი
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეკორდები, რომლებიც 2026 წლის მუნდიალზე დაიმსხვრევა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეკორდები, რომლებიც 2026 წლის მუნდიალზე დაიმსხვრევა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი თუ კრუიფი? ლაპორტას განცხადებამ კატალონიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი თუ კრუიფი? ლაპორტას განცხადებამ კატალონიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუს შვილი რეალ მადრიდში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუს შვილი რეალ მადრიდში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის კალათბურთის მესი და ვინ ჰგავს ერლინგ ჰალანდს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის კალათბურთის მესი და ვინ ჰგავს ერლინგ ჰალანდს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

რეკორდები, რომლებიც 2026 წლის მუნდიალზე დაიმსხვრევა

News image

25 მარ, 2026

მესი თუ კრუიფი? ლაპორტას განცხადებამ კატალონიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

News image

25 მარ, 2026

ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუს შვილი რეალ მადრიდში?

News image

7 სთ წინ

ვინ არის კალათბურთის მესი და ვინ ჰგავს ერლინგ ჰალანდს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება