სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გამოცემა WhoScored-ის შეფასებების მიხედვით, ზურიკო დავითაშვილი გასული სათამაშო უიქენდის ტოპ-ლიგების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ოსერთან მატჩში ქართველმა შემტევმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს 3:1 გამარჯვებაში დაეხმარა.
ნიშანდობლივია, რომ ზურიკომ ასევე ჰეთ-ტრიკის ავტორ რობერტ ლევანდოვსკისაც კი აჯობა, რომლის სამი გოლიც ბარსელონას ალავესთან მატჩის 3:0 მოგებაში დაეხმარა.
სათამაშო უიქენდის საუკეთესო შეფასებებისგან შემდგარი გუნდი კი ასე გამოიყურება:
მეკარე: დე ხეა (ფიორენტინა, 9.3)
მცველები: გარნერი (ევერტონი, 7.5), დე როონი (ატალანტა, 8.6), რაილო (მალიორკა, 8.4), ტალიაფიკო (ლიონი, 8.0)
ნახევარმცველები: საკა (არსენალი, 9.4), დამსგორი (ბრენტფორდი, 8.9), ედერსონი (ატალანტა, 8.7), დავითაშვილი (სენტ ეტიენი 10.0)
თავდამსხმელები: ლევანდოვსკი (ბარსელონა, 9.9), რეტეგი (ატალანტა, 9.6).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები