სარა პრატი, ლიდს იუნაიტედის 48 წლის ფანი პადსიდან, ყოველდღე ერთ მილს (დაახლოებით 1.6 კმ) დარბის და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კლუბი ზედიზედ ხუთჯერ არ გაიმარჯვებს. „ხალხმა მითხრა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“, - ამბობს ის.
სარას შთაგონების წყარო გახდა The United Strand - მანჩესტერ იუნაიტედის ფანი, რომელიც უარს ამბობს თმის შეჭრაზე მანამ, სანამ მისი გუნდი ზედიზედ ხუთ თამაშს არ მოიგებს.
სარა იხსენებს:
TikTok-ზე ლიდსის შესახებ კონტენტის შექმნა დავიწყე. გადავიღე ვიდეო იმ მანჩესტერელ ბიჭზე, რომელიც თმას იზრდის, ვიცინოდი იმაზე, თუ რა გიჟური იდეა იყო და ვამბობდი, რომ მას თმის გაზრდა სამუდამოდ მოუწევდა. დროის 90% ჩემს ძაღლებთან ერთად დავრბივარ. მათ სირბილი ძალიან უყვართ და იმედი აქვთ, რომ ლიდსი ზედიზედ ხუთ თამაშს არასდროს მოიგებს.
პრატს უკვე ზედიზედ 273 დღეა არ ჩაუგდია სირბილი, მათ შორის შობას და ახალ წელსაც კი.
სარა:
ზოგჯერ მიფიქრია, საერთოდ რატომ დავიწყე ეს-მეთქი, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ვალდებული ვარ გავაგრძელო. სირბილს იმის გამო არ შევწყვეტ, რომ გარეთ წვიმს.
სარა მთელი ცხოვრებაა ლიდს იუნაიტედის გულშემატკივარია. იგი გუნდს მთელ ევროპაში დაჰყვებოდა. სარას თქმით, ამ იდეის მიზანი ინტერნეტსივრცეში განწყობის ამაღლებაა. უნდა, რომ სოციალურ ქსელებში ხალხმა ლიდს იუნაიტედზე ცოტა უფრო პოზიტიურად ისაუბროს.