ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ლიონელ მესისა და ლუის სუარესს მაგია დააკლდათ
ფეხბურთიფეხბურთი

ლიონელ მესისა და ლუის სუარესს მაგია დააკლდათ

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინტერ მაიამის ახალი საშინაო არენა, Nu Stadium, პირველ გამარჯვებას კვლავ ვერ ზეიმობს.


ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა ნიუ ინგლენდ რევოლუშენის წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს. სტუმართა მეკარემ, ტერნერმა, 9 სეივი შეასრულა და ლეგენდარულ დუეტს გატანის ყველა შანსი მოუსპო.

ეს იყო 39 წლის ლუის სუარესის იშვიათი გამოჩენა ძირითად შემადგენლობაში. მატჩის წინ გუნდის დროებითმა მწვრთნელმა, გილერმო ოიოსმა, ვეტერანთა წყვილი ასე შეაფასა:


ლუისი მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი არ არის. ის ფეხბურთელია, რომელსაც 600-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მას და ლეოს ჯამში 1500-ზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. ეს ნორმალური არ არის. ასეთ რამეს ვერსად ნახავთ. ხალხი მათ სანახავად და მათი მაგიის საყურებლად მოდის. ეს არაჩვეულებრივია


თუმცა, ბარსელონას ყოფილი ვარსკვლავების მაგია ამჯერად საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ინტერ მაიამის ზედიზედ მესამე ფრეა საკუთარ ახალ სტადიონზე. კლუბის თანამფლობელი, ხორხე მასი, უკვე მომავალზე ფიქრობს და სურს, რომ „მესის ეფექტი“ არგენტინელის წასვლის შემდეგაც შენარჩუნდეს:


ჩვენი ფანები სულ გვეკითხებიან, ვინ იქნება შემდეგი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაფორმოთ კონტრაქტები ვარსკვლავებთან, მაგრამ ასევე ახალგაზრდა ტალანტებთან, რათა ჩვენს მხარდამჭერებს კუთვნილების განცდა ჰქონდეთ. რაც ჩვენი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის კონკურენცია და გამარჯვება. მინდა ვისიამოვნო მესით მანამ, სანამ ის ჩვენთანაა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში


ინტერ მაიამი ამჟამად გარდამავალ ეტაპზეა, რადგან გუნდს დროებითი მწვრთნელი ჰყავს მას შემდეგ, რაც ხავიერ მასკერანომ პოსტი მოულოდნელად დატოვა. მიუხედავად საშინაო კედლებში მოუგებელი სერიისა, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში რჩება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

აშშ
ინტერ მაიამი
მესი
ლუის სუარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ ჩაანაცვლებს მესის ინტერ მაიამიში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ ჩაანაცვლებს მესის ინტერ მაიამიში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეკორდი საფრთხეშია - ალექსია პუტეიასი მესის გაუთანაბრდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეკორდი საფრთხეშია - ალექსია პუტეიასი მესის გაუთანაბრდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სანამ მესი ქულებს კარგავს - ანტონელამ ზაფხული გახსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სანამ მესი ქულებს კარგავს - ანტონელამ ზაფხული გახსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავი: „მესის დაბრუნებას ვცდილობდი, მისნაირი აღარავინ იქნება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავი: „მესის დაბრუნებას ვცდილობდი, მისნაირი აღარავინ იქნება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

24 აპრ, 2026

ვინ ჩაანაცვლებს მესის ინტერ მაიამიში?

News image

25 აპრ, 2026

რეკორდი საფრთხეშია - ალექსია პუტეიასი მესის გაუთანაბრდა

News image

6 სთ წინ

სანამ მესი ქულებს კარგავს - ანტონელამ ზაფხული გახსნა

News image

1 სთ წინ

ჩავი: „მესის დაბრუნებას ვცდილობდი, მისნაირი აღარავინ იქნება"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება