ლიონი საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
დღეს ოფიციალურად გაირკვა, რომ ოლიმპიკი უმაღლესი დივიზიონიდან მეორეში ფინანსური დარღვევების გამო დააქვეითეს.
RMC Sport-ის ინფორმაციით, კლუბი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. წესების თანახმად, ლიონს ამის გაკეთება დაქვეითების შეტყობინების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში შეუძლია.
კლუბმა სასწრაფო წესით უნდა წარადგინოს გეგმა, რომელიც ფინანსური პრობლემების უდიდეს ნაწილს მოუგვარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ სეზონს გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლიგა 2-ში დაიწყებს.
2024/25 სეზონში ოლიმპიკმა 57 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე გავიდა და უეფას კონფერენც ლიგის საგზური მოიპოვა.