როგორც მერსისაიდელი ჟურნალისტი ლიუის სტელი იტყობინება, არნე სლოტს პსვ-სთან მარცხის შემდეგ გათავისუფლება არ ემუქრება.
ნიდერლანდელი სპეციალისტი ბოლოდროინდელი შედეგების გამო სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მის ნდობას ჯერჯერობით კვლავაც აგრძელებს.
ლივერპულთან და თავად სლოტთან დაკავშირებული წყაროები დღეს დილიდან ერთხმად ამტკიცებენ, რომ მინიმუმ ამ ეტაპზე სლოტს თანამდებობიდან გათავისუფლება არ ემუქრება.
მერსისაიდულ კლუბს რეალთან 1:0 მოგების შემდეგ ზედიზედ სამი გამანადგურებელი მარცხი აქვს - მან სიტისთან (0:3), ნოტინგემთან (0:3) და პსვ-სთან (0:3).
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ლივერპული სტუმრად ვესტ ჰემს 30 ნოემბერს დაუპირისპირდება.