ლივერპულის ოფიციალური გვერდის განცხადებით, გუნდის ახალწვეულებს პრე-სეზონის მატჩებში დროებითი სათამაშო ნომრები ექნებათ.
მოთამაშეების მუდმივი ნომრები მოგვიანებით დადასტურდება, არნე სლოტის გუნდის 6 ახალწვეული კი პრე-სეზონზე შემდეგი ნომრებით იასპარეზებს.
55 - გიორგი მამარდაშვილი
56 - ფრედი ვუდმენი
57 - მილოშ კერკეზი
58 - ფლორიან ვირცი
59 - ჯერემი ფრიმპონგი
60 - არმინ პეჩი
წითლები პრე-სეზონის პირველ მატჩში გასვლაზე პრესტონ ნორთ ენდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.