მოჰამედ სალაჰს ლიდსთან მატჩის შემდეგ მიცემული სკანდალური ინტერვიუ შესაძლოა მძიმედ დაუჯდეს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ეგვიპტელი ფეხბურთელი შესაძლოა ინტერთან მატჩის განაცხადს მიღმა დატოვონ.
"ვერ ვხვდები, რატომ უნდა სრულდებოდეს ყველაფერი ასე?", - სალაჰმა ლივერპულს გადაუარა
კლუბში ამჟამად სიტუაციის განხილვა მიმდინარეობს და სალაჰის დასჯის საკითხი აქტიურად დგას დღის წესრიგში.
საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მიიღებს.
ლივერპული ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე ხვალ, 9 დეკემბერს, 23:55 საათზე სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე დაუპირისპირდება.