-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩეხეთთან მატჩი შეაფასა და ალბანეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა
"დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას". - ციტირებს ლოჩოშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი.
ლუკამ ჩეხეთთან 4-1 მოგებულ მატჩი საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი ჩაწოდების შემდეგ გოლის გატანა გიორგი მიქაუტაძემ შეძლო.
გოგლიჩიძე: "ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები