ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო საჩოგბურთო ტურნირი LOPOTA CUP 2025 დასრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა როგორც მოყვარულმა, ასევე პროფესიონალმა ჩოგბურთელმა მიიღო.
მამაკაცთა შორის, გამარჯვებული ზვიად კალმახელიძე გახდა, ხოლო ქალთა ბადეში ჩემპიონობა ანა რამაზაშვილმა მოიპოვა.
რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ფინალურ ეტაპზე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ნოდარ ითონიშვილმა და ლუკა სახვაძემ, გიორგი ჯავახიშვილი და თემურ შენგელია დაამარცხეს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 35 000 ლარი გახლდათ.