ლუის ენრიკემ პსჟ-ს სათავეში მეათე ტიტული მოიგო.
პარიზელებმა გუშინ საფრანგეთის სუპერთასის მატჩში მარსელი პენალტების სერიაში დაამარცხეს და მორიგ ტიტულს დაეუფლნენ.
ესპანელი სპეციალისტი ფრანგულ კლუბს 2023 წლიდან ხელმძღვანელობს. ორ წელიწად-ნახევარში მან სამჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ – ჩემპიონატი და თასი, ხოლო თითო-თითოჯერ – ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კონტინენტთაშორისი თასი.
კიდევ ერთ ტიტულთან ენრიკე და პსჟ ზაფხულში იყვნენ ახლოს, როცა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან დამარცხდნენ (0:3).
ბარსელონაში მუშაობის ჩათვლით, ენრიკეს სამწვრთნელო კარიერაში უკვე 19 ტიტული დაუგროვდა, მათ შორის 2 — ჩემპიონთა ლიგაა.