დღეს ევროპული ფეხბურთის 3 დიდი დაპირისპირება გაიმართება.
ქუვეითში, ჯაბერ ალ აჰმადის საერთაშორისო სტადიონი ფრანგულ კლასიკას უმასპინძლებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ისა და თასის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი, გასული სეზონის მეორეადგილოსან მარსელს დაუპირისპირდება და მორიგი ტიტულის მოგებას შეეცდება.
პარიზულ დერბიში დასვენების შემდეგ, გუნდთან ერთად მარსელთან მატჩისთვის ჩვეულებრივ ემზადებოდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც სუპერ თასზე სასტარტო შემადგენლობაში ელიან.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ - შევალიე; ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია
მარსელი - რული; პავარი, ეგან-რაილი, მედინა; ვეა, კონდოგბია, ჰოიბიერგი, ემერსონი; გრინვუდი, პაიშაო; ობამეიანგი
პარალელურად გაიმართება ესპანეთის სუპერ თასის მატჩიც, სადაც მადრიდულ დერბის ვიხილავთ.
საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ატლეტიკო და რეალი ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ, სადაც მათ ბარსელონა ელოდება, რომელმაც თავის მხრივ ბილბაოს ატლეტიკი 5-0 გაანადგურა.
VIDEO: განადგურება პირველივე ტაიმში - ბარსელონა სუპერკოპას ფინალშია
რეალს დერბიში კილიან მბაპე დააკლდება, თუმცა მის ადგილს სავარაუდოდ გონსალო გარსია დაიკავებს, რომელმაც ბეტისთან ჰეთ-თრიქი შეასრულა.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო - ობლაკი; ლიორენტე, პუბილი, ლე ნორმანდი, ჰანცკო; სიმეონე, ბარიოსი, კოკე, ბაენა; სორლოტი, ალვარესი
რეალი - კურტუა; ვალვერდე, ასენსიო, რუდიგერი, კარერასი; კამავინგა, ჩუამენი, ბელინგემი; როდრიგო, გარსია, ვინისიუსი
21-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება პრემიერ ლიგაში, სადაც ცხრილის ლიდერი არსენალი ემირეითსზე მოქმედ ჩემპიონ ლივერპულს მიიღებს.
მანჩესტერ სიტისა და ასტონ ვილას მხრიდან ქულების დაკარგვის შემდეგ, არტეტას გუნდს ცხრილში 5-ქულიანი უპირატესობა აქვს და ლონდონელები შეეცდებიან ეს სხვაობა გაზარდონ.
VIDEO: ზედიზედ მე-3 ფრე - მანჩესტერ სიტიმ ქულები კვლავ დაკარგა
თავის მხრივ ლივერპული ოთხეულში ადგილის გამყარებისთვის იბრძოლებს, რადგან ბრენტფორდი მერსისაიდულ გუნდს 1 ქულაში მიუახლოვდა.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი - რაია; ტიმბერი, სალიბა, გაბრიელი, ჰინკაპი; ოდეგორი, სუბიმენდი, რაისი; საკა, გიოკერესი, ტროსარი
ლივერპული - ალისონი; ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი; გრავენბერხი, ჯონსი; სობოსლაი, ვირცი, მაკ ალისტერი; გაკპო
პსჟ - მარსელი (22:00)
ატლეტიკო - რეალი (23:00)
არსენალი - ლივერპული (00:00)