ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ლუკა მოდრიჩი - გენიალური მადრიდული კარიერა ციფრებში
ფეხბურთიფეხბურთი

ლუკა მოდრიჩი - გენიალური მადრიდული კარიერა ციფრებში

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სანტიაგო ბერნაბეუს გუშინ, 24 მაისს, ოფიციალურად დაემშვიდობა.


ოქროს ბურთის გამარჯვებული რეალთან ერთად 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც ითამაშებს, რის შემდეგაც რეალს საბოლოოდ დაემშვიდობება. თუმცა, სანტიაგო ბერნაბეუ ხორვატის თამაშს უკვე ვეღარ იხილავს.


ამიტომ, გადავხედოთ ლუკას მადრიდულ კარიერას ციფრებში.


ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალს 2012 წლის 27 აგვისტოს ტოტენჰემიდან 35 მილიონ ევროდ, 26 წლის ასაკში, ლონდონში მოგებული 0 მოგებული ტიტულით შეუერთდა, გუნდი კი 2025 წელს, 39 წლის ასაკში, რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშის სტატუსით, 28 მოგებული თასით დატოვა (შესაძლოა 29, თუ რეალი მსოფლიო საკლუბოსაც მოიგებს).


6 ჩემპიონთა ლიგა

5 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

5 უეფას სუპერთასი

5 ესპანეთის სუპერთასი

4 ლა ლიგა

2 კოპა დელ რეი

1 კონტინენტთაშორისი თასი

1 ოქროს ბურთი

1 ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი

1 უეფას სეზონის საუკეთსო ფეხბურთელი


სამეფო კლუბის მაისურით ლუკამ 591 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა მიითვალა.


რეალში მოდრიჩმა 6 მწვრთნელთან ერთად იმუშავა - ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, ზინედინ ზიდანი, რაფა ბენიტესი, სანტიაგო სოლარი, ხულენ ლოპეტეგი.


ყველაზე მეტი მატჩი ლუკამ ანჩელოტისთან ერთად ჩაატარა (276 მატჩი, 18 გოლი, 50 საგოლე), შემდეგ მოდიან ზიდანი (202 მატჩი, 16 გოლი, 30 საგოლე), შემდეგ ჟოზე მოურინიო (53 მატჩი, 4 გოლი, 6 საგოლე), სანტიაგო სოლარი (24 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე), რაფა ბენიტესი (22 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე) და ბოლოს ხულენ ლოპეტეგი (14 მატჩი, 2 საგოლე).


წასვლამდე, ლუკა კიდევ ერთ მწვრთნელთან ერთად მოასწრებს მუშაობას - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალს ჩაბი ალონსო უხელმძღვანელებს, რომელთან ერთადაც მოდრიჩს 2012/13 და 2013/14 სეზონებში აქვს ნათამაშები. 

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ლუკა მოდრიჩი
რეალი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: დაუვიწყარი კადრები - მოდრიჩის ბოლო გასვლა ბერნაბეუდან, შეხვედრა კროოსთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დაუვიწყარი კადრები - მოდრიჩის ბოლო გასვლა ბერნაბეუდან, შეხვედრა კროოსთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალის ახალი მთავარი მწვრთნელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალის ახალი მთავარი მწვრთნელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბერნაბეუმ მოდრიჩი და ანჩელოტი გამარჯვებით გააცილა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბერნაბეუმ მოდრიჩი და ანჩელოტი გამარჯვებით გააცილა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი: "მინდა ალონსოს მთელი მსოფლიოს წარმატებები ვუსურვო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი: "მინდა ალონსოს მთელი მსოფლიოს წარმატებები ვუსურვო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

VIDEO: დაუვიწყარი კადრები - მოდრიჩის ბოლო გასვლა ბერნაბეუდან, შეხვედრა კროოსთან

News image

3 სთ წინ

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალის ახალი მთავარი მწვრთნელია

News image

21 სთ წინ

ბერნაბეუმ მოდრიჩი და ანჩელოტი გამარჯვებით გააცილა

News image

23 მაი, 2025

ანჩელოტი: "მინდა ალონსოს მთელი მსოფლიოს წარმატებები ვუსურვო"