სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანდრეი ლუნინმა მატეო კოვაჩიჩის პენალტი ლუკა მოდრიჩის დახმარებით მოიგერია.
Relevo წერს, რომ პენალტების სერიის დაწყებამდე, მოდრიჩმა მიირბინა ლუნინთან, რომელიც მეკარეების მწვრთნელთან თერთმეტმეტრიანების გეგმას ადგენდა და უთხრა, რომ მატეო კოვაჩიჩი, წნეხის ქვეშ, ყოველთვის მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ასრულებს დარტყმას.
„ეს მისი ასპროცენტიანი დარტყმაა." - თქვა მოდრიჩმა, რომელიც კოვაჩიჩის თანამემამულეა და ნაკრებში მასთან ერთად წლებია თამაშობს და მისი მეგობარიცაა.
საბოლოოდ, ლუნინმა ლუკას რჩევა გაითვალისწინა, კოვაჩიჩის დარტყმაზე მარჯვნივ გადახტა და არც შემცდარა.
როგორც ცნობილია, ლუნინს ბერნარდოს დარტყმის დროს შუაში დარჩენა კეპა არისაბალაგამ ურჩია, რომელსაც 2019-ში პორტუგალიელმა პენალტი სწორედ შუაში დარტყმით გაუტანა.
კომენტარები