• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"მადლობა, ფეხბურთო" - ვარანის გამოსამშვიდობებელი წერილი
ფეხბურთიფეხბურთი

"მადლობა, ფეხბურთო" - ვარანის გამოსამშვიდობებელი წერილი

25 სექ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მოულოდნელად რაფა ვარანმა 31 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.


"ამბობენ, რომ ყველაფერი კარგი მთავრდება.


ჩემს კარიერაში ბევრი გამოწვევა მივიღე და ყველა მათგანი თითქოს შეუძლებელი იყო. საოცარი ემოციები, განსაკუთრებული მომენტები და მოგონებები, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. საოცარი სიამაყით მინდა განვაცხადო ჩემი კარიერის დასრულების შესახებ იმ თამაშში, რომელიც ყველას გვიყვარს.


ჩემი თავი უმაღლეს სტანდარტზე მიჭირავს. მინდა, რომ ძლიერი ვიყო და არა უბრალოდ ვითამაშო. დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ შენს გულსა და ინსტიქტებს მოსუმინო. მე 1000-ჯერ დავეცი და წამოვდექი, ახლა კი დრო და მომენტია, რომ გავჩერდე და ბუცები ლურსმნებზე ჩამოვკიდო მას შემდეგ, რაც ჩემი ბოლო თამაში უემბლიზე ტიტულის მოგებით დავასრულე.


მიყვარდა ბრძოლა ჩემი თავისთვის, ჩემი კლუბებისთვის, გუნდელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველა გუნდში, სადაც მითამაშია. ლანსიდან მადრიდამდე და შემდეგ მანჩესტერამდე და ასევე ეროვნულ გუნდში. დავიცავი ყველა გერბი ყველაფრით, რაც შემეძლო და მიყვარდა ამ მოგზაურობის თითოეული წუთი. უმაღლეს დონეზე თამაში საოცარი გამოცდილებაა. ეს შენი სხეულისა და გონების ყველა დონეზე გამოცდაა. იმ ემოციებს, რომელსაც გამოცდი, სხვაგან ვერსად ვერ იპოვი. როგორც ათლეტები, ჩვენ არასდროს ვართ კმაყოფილები და არასდროს ვიღებთ წარმატებას. ეს ჩვენი ბუნებაა და ის, რაც გვამოძრავებს.


არაფერს ვნანობ, არაფერს შევცვლიდი. მოვიგე იმაზე მეტი, რასაც ოდესმე ვიოცნებებდი, მაგრამ მიღწევებისა და ტიტულების მიღმა, ვამაყობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს პრინციპებზე დავრჩი და ვცადე, რომ დამეტოვებინა ყველაფერი იმაზე უკეთ, ვიდრე იქამდე იყო. იმედია, ყველა გაგახარეთ.


ახლა კი ახალი ცხოვრება მოედანს მიღმა იწყება, მე კომოში ვრჩები, უბრალოდ ბუცების გარეშე. ამ ამბავს მოგვიარებით გაგიზიარებთ.


გულშემატკივრებს ყველა კლუბისა, სადაც მითამაშია, ჩემს გუნდელებს, მწვრთნელებსა და  სტაფს... მთელი გულით გიხდით მადლობას, რომ ეს თავგადასასვალი განსაკუთრებული გახადეთ, რომელსაც ველურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.


მადლობა, ფეხბურთო.


სიყვარულით, რაფა." - წერს 31 წლის ფრანგი სოციალურ ქსელში.


ვარანმა კარიერა ფრანგულ ლანსში დაიწყო, საიდანაც 2011 წელს მადრიდის რეალში გადავიდა და იქ 10 წელი გაატარა, 2021-დან 2024 წლამდე კი რაფა მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა, წელს ის სესკ ფაბრეგასის კომოს შეუერთდა, თუმცა მალევე მძიმე ტრავმა მიიღო და სერია ა-ში თამაში ვერ მოასწრო.


31 წლის ფეხბურთელს საკლუბო კარიერაში ლა ლიგა (3), კოპა დელ რეი (1), ესპანეთის სუპერთასი (3), ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერ თასი (3), ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (4), FA თასი (1) და EFL თასი (1) აქვს მოგებული.


ვარანმა საფრანგეთის ნაკრებში 2013-დან 2022 წლამდე 93 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, გუნდთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგა მოიგო.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ვარანი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ვარანი: "ძალიან გაკვირვებული დავრჩი, მანჩესტერმა ზაფხულში ტენ ჰაგი რომ დატოვა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვარანი: "ძალიან გაკვირვებული დავრჩი, მანჩესტერმა ზაფხულში ტენ ჰაგი რომ დატოვა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარიერის დასრულების შემდეგ, რაფა ვარანმა ახალი სამსახური დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარიერის დასრულების შემდეგ, რაფა ვარანმა ახალი სამსახური დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რეალში ლიგის მოგება ჩვეულებრივი ამბავი გახდა", - ვარანმა ახსნა, რატომ წავიდა 2021-ში მან იუნაიტედში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რეალში ლიგის მოგება ჩვეულებრივი ამბავი გახდა", - ვარანმა ახსნა, რატომ წავიდა 2021-ში მან იუნაიტედში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვარანი ყოფილი გუნდის თამაშს ჩუმად დაესწრო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვარანი ყოფილი გუნდის თამაშს ჩუმად დაესწრო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 თებ, 2025

ვარანი: "ძალიან გაკვირვებული დავრჩი, მანჩესტერმა ზაფხულში ტენ ჰაგი რომ დატოვა"

News image

19 ოქტ, 2024

კარიერის დასრულების შემდეგ, რაფა ვარანმა ახალი სამსახური დაიწყო

News image

26 მარ, 2025

"რეალში ლიგის მოგება ჩვეულებრივი ამბავი გახდა", - ვარანმა ახსნა, რატომ წავიდა 2021-ში მან იუნაიტედში

News image

23 დეკ, 2024

ვარანი ყოფილი გუნდის თამაშს ჩუმად დაესწრო