რაფა ვარანმა, რომელმაც კარიერა რამდენიმე კვირის წინ, ტრავმიანობის გამო დაასრულა, ახალი სამსახური იპოვნა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვარანი იტალიური კომოს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.
დღეს ფრანგმა ყველა საჭირო საბუთს მოაწერა ხელი და თანამდებობა დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის წინ ვარანმა კომოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა წინასასეზონო მომზადების პირველივე ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.