ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლიმ კევინ დე ბრუინისგან საბოლოო მწვანე შუქი მიიღო და ბელგიელი კარიერას იტალიის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს.
მხარეები 2+1 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. სამედიცინო შემოწმების გავლისა და ფორმალური ნაბიჯების გავლის შემდეგ KDB ოფიციალურად გახდება ნაპოლის მოთამაშე.
ბელგიელმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში გატარებული 9 წლის შემდეგ, მანჩესტერ სიტი დატოვა და კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს.
სიტიდან წასვლის შემდეგ დე ბრუინს შემოთავაზება MLS-დანაც ჰქონდა, თუმცა ის ევროპაში რჩება.