გალათასარაიმ ბაიერნის შემტევ ლეროი სანესთან მოლაპარაკებები დაადასტურა.
გერმანიის ნაკრების 29 წლის შემტევი სტამბოლში გალათასარაისთან კონტრაქტის გასაფორმებლად უკვე ჩაფრინდა.
სანეს ბაიერნთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და სტამბოლურ კლუბს სრულიად უფასოდ შეუერთდება.
ახალ გუნდთან სანე 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 15 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.