ფილიპო ინძაგი პალერმოს ჩაიბარებს.
51 წლის სპეციალისტი სიცილიურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და თუ გუნდს სერია ა-ში ამოიყვანს, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
გასული სეზონის შედეგად ინძაგიმ პიზა ამოიყვანა უმაღლეს დივიზიონში, რომელიც მისი გაშვებისთვის 700 ათას ევროს მიიღებს.
დასრულებულ სეზონში პალერმომ სერია ბ-ში მე-8 ადგილი დაიკავა.