კრისტიან კივუმ ინტერი ჩაიბარა.
მილანურმა კლუბმა თავისი ყოფილი მცველის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმეს.
რუმინელმა სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე სიმონე ინძაგი ჩაანაცვლა, რომელმაც კლუბი დატოვა და ალ ჰილალი ჩაიბარა.
ამ წლის თებერვლიდან კივუ პარმას ედგა სათავეში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 3 გამარჯვება მოიპოვა, 7-ჯერ ფრე ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა, რის შედეგადაც გავარდნას გადაურჩა და 18-დან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.