ნაპოლიმ კევინ დე ბრუინის ტრანსფერი დაადასტურა.
ინფორმაციას ნეაპოლიტანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
დე ბრუინი ნაპოლის მან სიტიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ბელგიელი ფეხბურთელი 2015 წლიდან მან სიტიში თამაშობდა, სადაც 6-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთი ტიტული.