მწვრთნელების ხანგრძლივი ძიების შემდეგ, იუვენტუსმა იგორ ტუდორის დატოვება გადაწყვიტა.
მეტიც, ტურინულმა კლუბმა ხორვატ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და დღეს ამის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულება ტუდორთან 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, თუმცა მხარეებს მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლებათ.
ტუდორმა იუვენტუსი 2025 წლის მარტში, ტიაგო მოტას გაშვების შემდეგ ჩაიბარა და გუნდი სერია ა-ში მე-4 ადგილზე გაიყვანა, რითაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა.
იგორის ხელმძღვანელობთ იუვენტუსმა 9 მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა, 3 ფრე ითამაშა და ერთხელ დამარცხდა, ბურთების სხვაობა კი 13:7-ზეა.