რამდენიმე დღის წინ სელტა ვიგოს პრეზიდენტმა ოფიციალური წერილით მიმართა პოპ-ვარსკვლავ მადონას.
კლუბი იმ საკულტო ცისფერ მაისურს ეძებდა, რომელიც მომღერალს 1990 წელს, ვიგოში გამართული კონცერტის დროს ეცვა.
სელტა ვიგო მადონას ისტორიული მაისურის დაბრუნებას სთხოვს
ესპანური კლუბისთვის ეს სამოსი მხოლოდ ნაჭერი არ არის, მაისური ემოციური მემკვიდრეობის სიმბოლოა, რომელიც 36 წლის განმავლობაში გულშემატკივრების მეხსიერებაში საყვარელ მოგონებად დარჩა. კლუბი მზად იყო ყველაფრისთვის, ოღონდ ეს ნივთი როგორმე ვიგოში დაებრუნებინა.
მსოფლიო ვარსკვლავის პასუხმაც არ დააყოვნა. მადონამ სოციალურ ქსელში სელტას მიმართვაზე საჯარო კომენტარი გააკეთა და კლუბის წევრებიც და ფანებიც გაახარა:
„ეს მაისური ჩემს პირად არქივში ინახება! მე მას კვლავ ვატარებ და თქვენს გუნდს სულიერად ყოველთვის წარმოვადგენ!!“ — დაწერა მომღერალმა.
მიუხედავად იმისა, რომ მადონას ჯერ არ დაუდასტურებია, აპირებს თუ არა ნივთის ფიზიკურად დაბრუნებას, ფაქტია, რომ სელტა ვიგოს სიმბოლიკა პოპ-ვარსკვლავის უძვირფასეს კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს. ეს ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფეხბურთი და მუსიკა ზოგჯერ დაუვიწყარ კვალს ტოვებს ისტორიაში.