VIDEO: ბოლო წუთზე მოპოვებული 3 ქულა — რეალმა ლა ლიგაში გამარჯვების გემო გაიხსენა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად სელტა ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ ბალაიდოსზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მე-11 წუთზე ჩუამენის გოლს 25-ზე ბორხა იგლესიასმა თავისი გოლით უპასუხა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარი მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, ყველაზე რეალური მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ, როცა მატჩის მიწურულს იაგო ასპასის დარტყმის შემდეგ რეალი ძელმა იხსნა.
გამარჯვების გოლი კი მსაჯის მიერ მე-4 დამატებულ წუთზე ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი სელტას კარში დიდი რიკოშეტის შედეგად შეფრინდა.
ამ გამარჯვებით რეალმა 63 ქულა დააგროვა, ლა ლიგაში 2 წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ბარსასთან სხვაობა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა, რომელიც თავის მატჩს უკვე დღეს, 7 მარტს, სტუმრად ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს.