ლივერპულს მოუწოდებენ, კვლავ სარეკორდო თანხა დახარჯოს მადრიდის რეალის ფენომენში.
ლივერპულს ურჩევენ, ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ გააღოს საფულე და ლა ლიგის ელიტური ნახევარმცველი დაიმატოს, რომელიც სტივენ ჯერარდს ყველაზე მეტად ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის მიმართ კონკრეტულ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედიც იჩენს, ენფილდის ყოფილი ვარსკვლავი დანი მერფი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი სწორედ ფედე ვალვერდე უნდა იყოს.
მერფის თქმით, 120 მილიონ ფუნტად შეფასებული ურუგვაელი იდეალურად მოერგება გუნდს:
შეიძლება ძველმოდური გეგონოთ, მაგრამ მე მოედნის ცენტრში ლიდერს ვეძებდი. ვალვერდე ყველაფერია.. მას საოცარი ათლეტიზმი აქვს და ყველაფერი შეუძლია. ის ყველაზე მეტად ჰგავს ჯერარდს მათ შორის, ვინც კი მინახავს. ის ფენომენალური მოთამაშეა
თუმცა, ვალვერდეს მადრიდიდან წამოყვანა თითქმის შეუძლებელი ჩანს. თავად ფეხბურთელმა Marca-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეალში ბედნიერია და კაპიტნის სამკლავურის ტარება მისთვის დიდი პატივია.
პარალელურად, ლივერპულში არნე სლოტზე ზეწოლა იზრდება. TEAMtalk-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება სეზონი, ჰოლანდიელის პოზიციები ზაფხულში სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება, რადგან კლუბის მფლობელებს მის შემცვლელად ერთი კონკრეტული კანდიდატი ჰყავთ შერჩეული.