მადრიდის რეალმა ორი მთავარი სამიზნე შეარჩია, რომლებზეც მომავალ ზაფხულს პირველ 100 მილიონ ევროს დახარჯავს.
რეალის შემადგენლობის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი ზაფხულში მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს. გუნდს აკლია დამაკავშირებელი რგოლები დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზში, რის გამოსასწორებლადაც კლუბი სოლიდური ინვესტიციისთვის ემზადება.
როგორც ჟურნალისტი ალბერტო პერეირო ადასტურებს, რეალმა უკვე გამოკვეთა ორი პრიორიტეტული ტრანსფერი. პირველი 100 მილიონი ევრო სწორედ ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის პოზიციების გასაძლიერებლად დაიხარჯება. კლუბის მთავარი სამიზნეები ნიკო შლოტერბეკი და როდრი არიან.
მოსალოდნელია, რომ შლოტერბეკის ტრანსფერი დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო როდრის შემთხვევაში მოლაპარაკებები გაცილებით რთული იქნება. ნებისმიერი სხვა შემდგომი შენაძენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სარფიანად გაყიდის კლუბი არსებულ მოთამაშეებს ივნისში. თუ რეალი რომელიმე ვარსკვლავის გაშვებას შეძლებს, მესამე ხმაურიანი ტრანსფერიც არ არის გამორიცხული.
