-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდული დერბი გაიმართება. რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ატლეტიკოს მიიღებს.
დერბი სატურნირო ცხრილის მიხედვითაც საკმაოდ პრინციპული იქნება. რეალი 49 ქულით პირველ ადგილზეა, ატლეტიკო კი 48 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ასე რომ 3 ქულას ამ მატჩში დიდი ფასი აქვს.
პირველ წრეში ვანდა მეტროპოლიტანოზე დერბი 1-1 დდასრულდა, გოლები ედერ მილიტაომ და ანხელ კორეამ გაიტანეს.
ესპანური AS-ის მიხედვით დღევანდელი სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:
რეალი - კურტუა; ვასკესი, ჩუამენი, ასენსიო, გარსია (მენდი); სებალიოსი, ვალვერდე; როდრიგო, ბელინგემი, ვინისიუსი; მბაპე
ატლეტიკო - ობლაკი; ლიორენტე, ხიმენესი, ლენგლე, გალანი; ჯულიანო, დე პაული, ბარიოსი (კოკე), ლინო; ალვარესი, გრიზმანი
სტატისტიკა
ლა ლიგაში რეალისა და ატლეტიკოს ბოლო 2 შეხვედრა 1-1 დასრულდა
ატლეტიკო ჩემპიონატში რეალთან ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში დაუმარცხებელია (1 მოგება, 3 ფრე).
დიეგო სიმეონეს გუნდს ლა ლიგაში სანტიაგო ბერნაბეუზე 2016 წლის შემდეგ არ მოუგია.
რეალს ლა ლიგაში 4-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, სანამ წინა ტურში ესპანიოლთან წააგებდა.
ატლეტიკოს ყველა ტურნირზე 5 თამაშია არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე)
მსაჯი
მადრიდულ დერბის მთავარი არბიტრი სესარ სოტო გრადო იქნება. მან ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი განსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 53 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 3 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი მხოლოდ 1 პენალტი დანიშნა.
გრადომ ამ სეზონში რეალის 2 მატჩში იმსაჯა და ორივეგან წითელი ბარათი გამოიყენა. მალიორკასთან (1-1) შეხვედრაში მან ფერლან მენდი გააძევა, ვალენსიასთან (1-2) კი - ვინისიუს ჟუნიორი.
ესპანელმა მსაჯი ატლეტიკოს შემთხვევაშიც 2-ჯერ იყო მთავარი არბიტრი - ვალენსიასთან (3-0), სადაც 3 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა, ხეტაფესთან (1-0) კი - 4.
მადრიდული დერბი 8 თებერვალს, 23:59 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები