მადრიდის რეალის ლეგენდამ, რაულ გონსალეს ბლანკომ, სამეფო კლუბის დატოვება ოფიციალურად დაადასტურა.
რაული რეალის მეორე გუნდის, კასტილიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, თუმცა მთავარი ამოცანა - მეორე დივიზიონში გუნდის ამოყვანა ვერცერთხელ ვერ მოიყვანა სისრულეში.
მისი გუნდი მესამედან მეორე დივიზიონში ამოსვლასთან ყველაზე ახლოს ორი წლის წინ იყო, თუმცა მაშინ კასტილია პლეიოფის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად გააგრძელებს რაული მუშაობას, თუმცა მას შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნის გუნდებისგან აქვს, მათ შორის - ტოპ ჩემპიონატებიდანაც.
კასტილიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობას კი რეალის სხვა ექს-ფეხბურთელი, ალვარო არბელოა დაიკავებს, რომელიც რამდენიმე წელია რეალის ასაკობრივ გუნდში, ხუვენილ ა-ში მუშაობს.