რეალის ექს-ფეხბურთელმა, კლოდ მაკელელემ, გაიხსენა, რომ ანტონიო რუდიგერი პირველი მას დაუკავშირდა, როცა რეალისგან შემოთავაზება მიიღო.
„უბრალოდ შეხედეთ მას ახლა. როგორც კი რეალმა დაურეკა, ჩემთან მოვიდა და მკითხა: "რას ფიქრობ?" მე ვუპასუხე: "წადი, ეს შენი შანსია."
მას ბაიერნისგან და პსჟ-სგანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ვუთხარი: "გინდა, ყველაზე დიდი ტიტულები მოიგო? რაღაც უკვე მოგებულიც გაქვს, ყველაფერი გაგაჩნია, მაგრამ გინდა ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშო? მაშინ რეალში წადი, ითამაშე უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რას ვგულისხმობ."
მისი წარმატებები ძალიან მახარებს." - აღნიშნა ლეგენდარულმა ფრანგმა ნახევარმცველმა.
რუდიგერი რეალს 2022-ში ჩელსიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.