UFC-ს მებრძოლის, ისლამ მახაჩევის თქმით, UFC 317-ის ღონისძიება, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან, არანაირიინტერესს არ იწვევს.
29 ივნისის გამთენიისას UFC-ს მორიგი ივენთი გაიმართება, რომელშიც ორ საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ - ჯერ უმსუბუქესი წონის ქამრისთვის ერთმანეთს ალექსანდრ პანტოჟა და კაი კარა ფრენსი დაუპირისპირდებიან, მთავარ ბრძოლაში კი ილია და ჩარლზი მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის იჩხუბებენ.
„ძმაო, თავს უხერხულად ვგრძნობ, საერთაშორისო ბრძოლის კვირაზე არავინ არ ლაპარაკობს.
არავის არ აინტერესებს ღონისძიების მთავარი ბრძოლა, ეს რა არის?
მოდით, ცოტა გავაპიაროთ ეს ღონისძიება." - აღნიშნა მახაჩევმა ინტერვიუში.
თავად მახაჩევმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დათმო და ქვე-საშუალო წონაში ავიდა, სადაც ჩემპიონ ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება, თუმცა ბრძოლა ოფიციალურად ჯერ ჩანიშნული არ არის.