აშშ-ში, ქალაქ ოსტინში ფორმულა 1-ის გრან პრი მიმდინარეობს.
სპრინტის კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია მაქს ვერსტაპენმა მოიპოვა, მეორე და მესამე პოზიციაზე კი ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი იყვნენ.
სპრინტის სტარტზე პირველივე მოსახვევში ინციდენტი მოხდა, რასაც ორივე მაკლარენის, ნორისისა და პიასტრის DNF მოჰყვა და ორივე მათგანი სპრინტს გამოეთიშა.
საბოლოოდ სპრინტი მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა, ქულები კი ასე განაწილდა.
1. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 8 ქულა
2. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 7 ქულა
3. კარლოს საინსი (უილიამსი) - 6 ქულა
4. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 5 ქულა
5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 4 ქულა
6. ალექს ალბონი (უილიამსი) - 3 ქულა
7. იუკი ცუნოდა (რედ ბული) - 2 ქულა
8. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 1 ქულა
რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა ჩემპიონატის ლიდერ პიასტრისთან სხვაობა 55 ქულამდე შეამცირა.
რბოლის კვალიფიკაცია სტარტს 01:00 საათზე აიღებს, რბოლა კი 19 ოქტომბერს 23:00 საათზე გაიმართება.